რა არის ლემოქსოლი 1გ #1ფლ და რისთვის გამოიყენება?
ამოქსიცილინი სემინტეზური პენიცილინია — კლავს ბაქტერიებს მათი უჯრედული კედლის სინთეზის დაბლოკვით. მოქმედებს ბაქტერიების ფართო სპექტრზე (გრამდადებითი და გრამუარყოფითი).
ექიმი დანიშნავს ლემოქსოლს შემდეგი ინფექციების დროს: ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (ფილტვის ანთება, ბრონქიტი, სინუსიტი, ტონზილიტი), შუა ყურის ანთება (ოტიტი), შარდის გზების ინფექციები (ცისტიტი, პიელონეფრიტი), კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები, ენდოკარდიტის პროფილაქტიკა. საინექციო ფორმა (1გ ფლაკონი) გამოიყენება მაშინ, როცა პერორალური მიღება შეუძლებელია ან საჭიროა მაღალი დოზა.