რა არის ამოქსიცილინი 500მგ #100კაფს და რისთვის გამოიყენება?
ამოქსიცილინი ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკია, რომელიც ანადგურებს ბაქტერიის უჯრედის კედელს, რის შედეგადაც ბაქტერია იღუპება. მოქმედებს გრამდადებით და ნაწილობრივ გრამუარყოფით ბაქტერიებზე.
ჩვენებები: ზედა სასუნთქი გზების ინფექციები (ტონზილიტი, ფარინგიტი, სინუსიტი, შუა ყურის ანთება), ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (მწვავე ბრონქიტი, პნევმონია), შარდგამომყოფი გზების ინფექციები (ცისტიტი), კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები, Helicobacter pylori-ს ერადიკაცია (კუჭის წყლულისას, სხვა პრეპარატებთან კომბინაციით).
ექიმი დანიშნავს მხოლოდ ბაქტერიული ინფექციის დადასტურების შემდეგ. ვირუსულ ინფექციებზე (გრიპი, გაციება) ამოქსიცილინი არ მოქმედებს.