რა არის ამოქსიცილინი სუსპენზია 250მგ/5მლ და რისთვის გამოიყენება?
ამოქსიცილინი (ATC: J01CA04) მიეკუთვნება ფართო სპექტრის პენიცილინების ჯგუფს. მოქმედებს ბაქტერიის უჯრედის კედლის სინთეზის დათრგუნვით, რაც ბაქტერიის სიკვდილს იწვევს. ჩვენებები: ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (ტონზილიტი, ფარინგიტი, სინუსიტი, ბრონქიტი, პნევმონია), შუა ყურის ანთება (ოტიტი მედია), შარდის გზების ინფექციები (ცისტიტი, პიელონეფრიტი), კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები, Helicobacter pylori-ს ერადიკაცია (კომბინირებულ სქემაში). აქტიურია გრამდადებითი და ზოგიერთი გრამუარყოფითი ბაქტერიის მიმართ. ბეტა-ლაქტამაზას წარმომქმნელი შტამების მიმართ არაეფექტურია.