რა არის ამოქსიცილინი 500მგ და რისთვის გამოიყენება?
ამოქსიცილინი 500მგ არის ნახევრადსინთეზური პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკი, რომელიც აქტიურია ბაქტერიების ფართო სპექტრის წინააღმდეგ. ის მოქმედებს ბაქტერიის უჯრედული კედლის სინთეზის დათრგუნვით, რაც იწვევს ბაქტერიის სიკვდილს. გამოიყენება შემდეგი ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ:
- ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები (მაგ., შუა ოტიტი, სინუსიტი, ფარინგიტი)
- ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (მაგ., ბრონქიტი, პნევმონია)
- კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (მაგ., ცელულიტი)
- შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები (მაგ., ცისტიტი)
- სტომატოლოგიური ინფექციები.