რა არის პარაცეტამოლი სიროპი 120მგ/5მლ და რისთვის გამოიყენება?
პარაცეტამოლი სიროფი 120მგ/5მლ არის ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი საშუალება ბავშვებისთვის. იგი მიეკუთვნება ანალგეზურ და ანტიპირეტიკულ პრეპარატებს. პარაცეტამოლი ამცირებს ტკივილის შეგრძნებას და აქვეითებს სხეულის ტემპერატურას ცხელებისას. ძირითადად გამოიყენება: თავის ტკივილის, კბილის ტკივილის, კუნთების ტკივილის, ყელის ტკივილის, გრიპის ან გაციების სიმპტომებით გამოწვეული ტკივილისა და ცხელების დროს.