რა არის პარაცეტამოლი და რისთვის გამოიყენება?
პარაცეტამოლი ტკივილგამაყუჩებლების და სიცხის დამწევი საშუალებების ჯგუფს მიეკუთვნება. ის მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ამცირებს ტკივილის შეგრძნებას და აქვეითებს სხეულის ტემპერატურას. პარაცეტამოლი გამოიყენება ბავშვებში სხვადასხვა სახის ტკივილის შესამსუბუქებლად, როგორიცაა: თავის ტკივილი, კბილის ტკივილი, ყურის ტკივილი, კუნთების ტკივილი. ასევე ეფექტურია ტემპერატურის შესამცირებლად გაციების, გრიპის, ინფექციური დაავადებების ან ვაქცინაციის შემდგომი ცხელების დროს. ATC კლასი: N02BE01.