რა არის პარაცეტამოლი და რისთვის გამოიყენება?
პარაცეტამოლი 500მგ არის ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი საშუალება, რომელიც გამოიყენება თავის, კბილის, კუნთების, ზურგის ტკივილის, ასევე გრიპის, გაციების ან სხვა ინფექციების ფონზე მომატებული სხეულის ტემპერატურის შესამცირებლად. იგი მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, თრგუნავს ტკივილის იმპულსებს და ამცირებს ცხელებას. ATC კლასიფიკაციით N02BE01.