რა არის ნუროფენი და რისთვის გამოიყენება?
ნუროფენი 200 მგ წარმოადგენს არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებას (აასს), რომელიც მოქმედებს ანთების, ტკივილისა და ცხელების გამომწვევი ნივთიერებების (პროსტაგლანდინების) სინთეზის დათრგუნვით. იგი ეფექტურია სხვადასხვა სახის ტკივილის დროს, როგორიცაა: თავის ტკივილი, კბილის ტკივილი, მენსტრუალური ტკივილი, კუნთოვანი ტკივილი, სახსრების ტკივილი, ზურგის ტკივილი. ასევე გამოიყენება გრიპისა და გაციების სიმპტომებისას, როგორიცაა მომატებული სხეულის ტემპერატურა (ცხელება). ATC კოდი: M01AE01.