რა არის ნუროფენი და რისთვის გამოიყენება?
ნუროფენი (იბუპროფენი) მიეკუთვნება არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს (აასს). ის აინჰიბირებს პროსტაგლანდინების სინთეზს, რითაც ამცირებს ტკივილს, ანთებას და ცხელებას. გამოიყენება ბავშვებში შემდეგი მდგომარეობებისას: ყელის ტკივილი, ყურის ტკივილი, თავის ტკივილი, გრიპის სიმპტომები, კბილის ტკივილი, კუნთების ტკივილი, ტკივილი და ცხელება გაციების დროს. ATC კოდი: M01AE01.