რა არის ნუროფენი და რისთვის გამოიყენება?
ნუროფენი 200 მგ შეიცავს იბუპროფენს, არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებას (აასს). ის მოქმედებს ანთების, ტკივილის და ცხელების გამომწვევი ნივთიერებების (პროსტაგლანდინების) წარმოქმნის დათრგუნვით. გამოიყენება: თავის ტკივილი, კბილის ტკივილი, კუნთების ტკივილი, ზურგის ტკივილი, მენსტრუალური ტკივილი, გრიპისა და გაციების სიმპტომები (მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი), ტკივილი პოსტოპერაციულ პერიოდში (ექიმის მეთვალყურეობით).