რა არის მომეტაზონის კრემი 0.1% და რისთვის გამოიყენება?
ელოკომი (მომეტაზონი) მიეკუთვნება ძლიერი კორტიკოსტეროიდების ჯგუფს. ის ამცირებს კანის ანთებას, სიწითლეს, ქავილსა და შეშუპებას. გამოიყენება სხვადასხვა სახის კანის ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა: ატოპიური დერმატიტი (ეგზემა), კონტაქტური დერმატიტი, სებორეული დერმატიტი, ფსორიაზი, მწერების ნაკბენით გამოწვეული რეაქციები და კანის სხვა ალერგიული ანთებები. ექიმი დანიშნავს ამ პრეპარატს, როდესაც სხვა, ნაკლებად აქტიური კორტიკოსტეროიდები არაეფექტურია ან დაავადება მძიმეა. პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის.