რა არის ნაზონექსი 50მკგ 140დოზა აეროზ. და რისთვის გამოიყენება?
ნაზონექსი 50 მკგ (მოქსონეტაზონი) არის გლუკოკორტიკოსტეროიდი, რომელიც ამცირებს ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებას. ის ბლოკავს ორგანიზმის მიერ ანთების გამომწვევი ნივთიერებების გამომუშავებას. ნაჩვენებია სეზონური და მუდმივი ალერგიული რინიტის სიმპტომების სამკურნალოდ მოზრდილებსა და 2 წელზე უფროს ბავშვებში. ეს სიმპტომებია: ცემინება, ცხვირიდან გამონადენი, ცხვირის ქავილი, ცხვირის შეშუპება და ცრემლდენა. ასევე გამოიყენება ცხვირის პოლიპების სამკურნალოდ მოზრდილებში.