რა არის ფლავამედი და რისთვის გამოიყენება?
ფლავამედი (ამბროქსოლი) მიეკუთვნება მუკოლიზური საშუალებების ჯგუფს. გამოიყენება სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს, რომლებსაც თან ახლავს ბლანტი, ძნელად ამოსაღები ნახველი. პრეპარატი ააქტიურებს ფილტვებში ნახველის წარმომქმნელ უჯრედებს, ამცირებს ნახველის სიბლანტეს და აადვილებს მის გამოყოფას (მუკოცილიარული კლირენსის გააქტიურების გზით). გამოიყენება ბრონქიტის, პნევმონიის, ბრონქოექტაზიის და სხვა რესპირატორული დაავადებების დროს, რომლებსაც თან ახლავს ნახველის წარმოქმნის დარღვევა.