რა არის ფლავამედი და რისთვის გამოიყენება?
ფლავამედი შეიცავს ამბროქსოლს, რომელიც ათხელებს ნახველს და აადვილებს მის ამოსახველებას. ის ზრდის სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის სეკრეციას და ააქტიურებს წამწამების ეპითელიუმის მოქმედებას, რაც ხელს უწყობს ნახველის გადაადგილებას და გამოძევებას. პრეპარატი გამოიყენება მწვავე და ქრონიკული ბრონქულ-ფილტვის დაავადებებისას, რომლებსაც თან ახლავს ბლანტი, ძნელად ამოსაღები ნახველი. ATC კლასი: R05CB01 - მუკოლიტიკები.