რა არის დექსალგინი საშეტი 25გ #20პაკ და რისთვის გამოიყენება?
დექსალგინი საშეტი შეიცავს დექსკეტოპროფენს, რომელიც მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) ჯგუფს. ის მოქმედებს ტკივილისა და ანთების გამომწვევი ნივთიერებების წარმოქმნის დათრგუნვით. ეს პრეპარატი ეფექტურია სხვადასხვა ხარისხის მწვავე ტკივილის სიმპტომური მკურნალობისთვის, როგორიცაა: თავის ტკივილი, კბილის ტკივილი, კუნთოვანი ტკივილი, სახსრების ტკივილი, მენსტრუალური ტკივილი, ზურგის ტკივილი. ასევე გამოიყენება გრიპის ფონზე მომატებული ტემპერატურის შესამცირებლად. პრეპარატი განკუთვნილია მოზრდილთათვის.