დექსალგინი საშეტი 25გ #20პაკ-ის გაფრთხილებები
არ მიიღოთ დექსალგინი საშეტი, თუ გაქვთ: ალერგია დექსკეტოპროფენის, კეტოპროფენის ან ამ პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ; ალერგიული რეაქციები (მაგ. ბრონქული ასთმა, რინიტი, ცხვირის პოლიპოზი, ჭინჭრის ციება) ანამნეზში აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა აასს-ის მიღების შემდეგ; კუჭ-ნაწლავის სისხლდენა ან პერფორაცია ანამნეზში, რომელიც დაკავშირებულია წინა აასს თერაპიასთან; აქტიური კუჭ-ნაწლავის წყლული ან სისხლდენა, ან განმეორებითი წყლული/სისხლდენა ანამნეზში; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები (კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი); მძიმე გულის უკმარისობა, თირკმლის ან ღვიძლის საშუალო ან მძიმე უკმარისობა; ჰემორაგიული დიათეზი ან სისხლის შედედების დარღვევა; ბავშვთა ასაკი (18 წლამდე); ორსულობის მესამე ტრიმესტრი; ძუძუთი კვება. სიფრთხილით გამოიყენეთ შემდეგ შემთხვევებში: გულის, თირკმლის ან ღვიძლის მსუბუქი უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა, ასთმა, ანამნეზში კუჭ-ნაწლავის დაავადებები, ხანდაზმული ასაკი.