რა არის დექსალგინი ინექტი 50მგ/2მლ #5ა და რისთვის გამოიყენება?
დექსალგინი ინექტი შეიცავს დექსკეტოპროფენს, რომელიც მიეკუთვნება არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს (აასს). ის მოქმედებს ანთების და ტკივილის გამომწვევი ნივთიერებების (პროსტაგლანდინების) სინთეზის დათრგუნვით. ძირითადად გამოიყენება ზომიერი და ძლიერი მწვავე ტკივილის სიმპტომური მკურნალობისთვის, როდესაც პერორალური მიღება არ არის მიზანშეწონილი ან არასაკმარისია. ესენია: კუნთოვანი, სახსროვანი, თავის, კბილის ტკივილი, თირკმლის კოლიკა, ოპერაციის შემდგომი ტკივილი. პრეპარატი განკუთვნილია მოზრდილთათვის.