რა არის ვოლტარენი და რისთვის გამოიყენება?
ვოლტარენი 1% გელი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას დიკლოფენაკს, რომელიც მიეკუთვნება არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს (აასს). ის მოქმედებს ანთებისა და ტკივილის გამომწვევი ნივთიერებების წარმოქმნის შეფერხებით.
ჩვენებები
- კუნთოვანი სისტემის დაზიანებების სიმპტომური მკურნალობა: ტენდინიტი (მყესების ანთება), ტენდოვაგინიტი (მყესის გარსის ანთება), ბურსიტი (სახსრის ჩანთის ანთება), რევმატული დაზიანებები.
- სახსრების, ლიგატების, მყესების და კუნთების ტკივილი და ანთება, რომელიც გამოწვეულია ტრავმებით (მაგ., იოგების დაჭიმვა, კუნთების დაჟეჟილობა).
- ოსტეოართრიტით გამოწვეული ლოკალური ტკივილი.
- ზურგის ტკივილი.