რა არის ვოლტარენი და რისთვის გამოიყენება?
ვოლტარენი ემულგელი შეიცავს დიკლოფენაკს, რომელიც მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) ჯგუფს. ის მოქმედებს ადგილობრივად, ამცირებს ტკივილს, შეშუპებას და ანთებას. გამოიყენება კუნთოვანი და სახსროვანი ჩივილების მწვავე და ქრონიკული მიმდინარეობის სამკურნალოდ, როგორიცაა: ტრავმის შემდგომი მდგომარეობა (დაჟეჟილობა, დაჭიმვა, მყესების დაზიანება), ოსტეოართრიტით გამოწვეული ტკივილი, ტენდინიტი (მყესის ანთება), ბურსიტი (სახსრის წამლის ტომრის ანთება).