რა არის ვალსარტანი 80მგ და რისთვის გამოიყენება?
ვალსარტანი ბლოკავს ანგიოტენზინ II-ს — ნივთიერებას, რომელიც სისხლძარღვებს ავიწროებს და წნევას ზრდის. შედეგად სისხლძარღვები ფართოვდება, წნევა მცირდება და გულს მუშაობა უმსუბუქდება.
ჩვენებები: არტერიული ჰიპერტენზია (მაღალი წნევა); გულის ქრონიკული უკმარისობა, როცა ACE ინჰიბიტორები არ იტანება; მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი პერიოდი მარცხენა პარკუჭის დისფუნქციით. ექიმი დანიშნავს მაშინ, როცა წნევის კონტროლი საჭიროა გრძელვადიანად ან გულის ფუნქციის შენარჩუნებისთვის. ზრდასრულებში ჩვეულებრივი საწყისი დოზა 80 მგ-ია დღეში ერთხელ, შემდგომი კორექცია — ექიმის მითითებით.