რა არის ტრიპლიქსამი და რისთვის გამოიყენება?
ტრიპლიქსამი სამი აქტიური ნივთიერების კომბინაციაა: პერინდოპრილი, ინდაპამიდი და ამლო-დიპინი. პერინდოპრილი მიეკუთვნება აგფ-ინჰიბიტორების ჯგუფს, რომელიც აფართოებს სისხლძარღვებს. ინდაპამიდი შარდმდენი საშუალებაა, რომელიც ამცირებს სითხის მოცულობას ორგანიზმში და არტერიულ წნევას. ამლო-დიპინი კალციუმის არხების ბლოკატორია, რომელიც ასევე აფართოებს სისხლძარღვებს. კომბინირებული მოქმედებით, ტრიპლიქსამი ეფექტურად აქვეითებს მაღალ არტერიულ წნევას, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომელთაც ერთი ან ორი პრეპარატით მკურნალობა არასაკმარისია. ATC კოდი: C09BX01.