რა არის ტრახისანი საწუწნი ტაბლ #20 და რისთვის გამოიყენება?
ტრახისანი (ფლურბიპროფენი) მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) ჯგუფს. ის მოქმედებს ანთების, ტკივილისა და შეშუპების გამომწვევი ნივთიერებების წარმოქმნის შეფერხებით. ტრახისანი გამოიყენება ადგილობრივად ყელის ტკივილის, გაღიზიანების, ყლაპვის გაძნელების და ყელის სიმშრალის სიმპტომური მკურნალობისთვის, რომელიც გამოწვეულია ინფექციით ან სხვა მიზეზებით. ATC კლასი: R02AA19 (ყელის ანტისეპტიკები).