რა არის ბენეტი პლიუსი გარგლი ხსნარი 200მლ და რისთვის გამოიყენება?
ბენეტი პლიუსი გარგარი განკუთვნილია პირის ღრუსა და ხახის ანთებითი მდგომარეობების სიმპტომური მკურნალობისთვის, როგორიცაა: ტკივილი, გაღიზიანება, შეშუპება და ყლაპვის გაძნელება. ფლურბიპროფენი მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) ჯგუფს. ის მოქმედებს ანთების, ტკივილისა და ცხელების გამომწვევი ნივთიერებების (პროსტაგლანდინების) წარმოქმნის დათრგუნვის გზით. ATC კოდი: R02AA09. ეს წამალი ადგილობრივად ამცირებს ანთებით პროცესს და აყუჩებს ტკივილს.