რა არის ნუროფენი სიროპი 100მგ/5მლ და რისთვის გამოიყენება?
ნუროფენი სიროფი 100მგ/5მლ შეიცავს იბუპროფენს, რომელიც მიეკუთვნება არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს (აასს). ის ამცირებს ტკივილს, ანთებას და სიცხეს. მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვაში, რომლებიც ორგანიზმში ტკივილის, ანთების და ცხელების პროცესებს განაპირობებენ.
გამოიყენება 3 თვიდან ზემოთ ასაკის ბავშვებში შემდეგი მდგომარეობებისას:
- გაციებით გამოწვეული მაღალი ტემპერატურის (ცხელების) შესამცირებლად.
- ყურის, ყელის, თავის, კბილის, კუნთების და სახსრების ტკივილისას.
- ტრავმის ან დაჭიმვის შედეგად გამოწვეული ტკივილისას.