რა არის იბუპროფენი და რისთვის გამოიყენება?
იბუპროფენი 200მგ მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების (აასს) ჯგუფს. ის მოქმედებს ორგანიზმში ტკივილის, ანთების და ცხელების გამომწვევი ნივთიერებების წარმოქმნის შეფერხებით. ძირითადად გამოიყენება: თავის ტკივილის, კბილის ტკივილის, კუნთებისა და სახსრების ტკივილის, ზურგის ტკივილის, მენსტრუალური ტკივილის, ასევე გრიპის ან გაციების თანმხლები ცხელების (38.5°C-ზე მეტი) სამკურნალოდ. პრეპარატი განკუთვნილია მოზრდილებისთვის და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებისთვის.