რა არის ნუროფენი 100მგ/5მლ150მლ მარწ/ს და რისთვის გამოიყენება?
ნუროფენი 100მგ/5მლ შეიცავს იბუპროფენს, რომელიც მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) ჯგუფს. ის მოქმედებს ტკივილის, ანთებისა და ცხელების გამომწვევი ნივთიერებების ბლოკირებით. გამოიყენება 3 თვიდან ბავშვებში: • ტკივილის სიმპტომური მკურნალობა: თავის ტკივილი, კბილის ტკივილი, ყურის ტკივილი, კუნთოვანი ტკივილი, ძვლის ტკივილი, ნევრალგია, მენსტრუალური ტკივილი. • ცხელების შესამცირებლად გრიპისა და გაციების დროს, ვაქცინაციის შემდგომი რეაქციებისას. დოზირება და მიღების წესი განისაზღვრება ბავშვის ასაკისა და სხეულის მასის მიხედვით, ექიმის რეკომენდაციით.