რა არის ნუროფენი 100მგ/5მლ150მლ ფორთ და რისთვის გამოიყენება?
ნუროფენი 100მგ/5მლ ფორთ შეიცავს იბუპროფენს, რომელიც მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) ჯგუფს. ის მოქმედებს ანთების, ტკივილისა და ცხელების გამომწვევი ნივთიერებების წარმოქმნის შეფერხებით. პრეპარატი გამოიყენება ბავშვებში 3 თვიდან: 1. ტემპერატურის შესამცირებლად გრიპის, გაციების, ინფექციების დროს. 2. ტკივილის შესამსუბუქებლად: ყელის ტკივილი, კბილის ტკივილი, თავის ტკივილი, კბილის ამოღების შემდეგ, ტრავმების შედეგად გამოწვეული ტკივილი, კუნთების ტკივილი.