რა არის ნიქსარი 10მგ #30ტ და რისთვის გამოიყენება?
ნიქსარი 10მგ შეიცავს ბილასტინს, რომელიც მეორე თაობის ანტიჰისტამინურ საშუალებებს მიეკუთვნება. ის ბლოკავს ორგანიზმში ჰისტამინის მოქმედებას, რომელიც ალერგიულ რეაქციებს იწვევს. პრეპარატი გამოიყენება სეზონური და მრავალწლიანი ალერგიული რინიტის (სურდო, ცემინება, ცხვირის ქავილი, თვალების სიწითლე და ცრემლდენა) და ქრონიკული ჭინჭრის ციების (გამონაყარი, ძლიერი ქავილი) სიმპტომების შესამსუბუქებლად. პრეპარატი არ იწვევს ძილიანობას.