ნიქსარი 10მგ #30ტ-ის გაფრთხილებები
არ მიიღოთ ნიქსარი 10მგ, თუ გაქვთ ალერგია ბილასტინის ან პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ. სიფრთხილით მიიღეთ, თუ გაქვთ თირკმლის მძიმე უკმარისობა (აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია). არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში ექიმის დანიშნულების გარეშე. პრეპარატის ეფექტურობა და უსაფრთხოება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში დადასტურებული არ არის, ამიტომ მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.