რა არის ნაპროფი გელი 10% 45გ და რისთვის გამოიყენება?
ნაპროფი გელი 10% შეიცავს ნაპროქსენს, რომელიც მიეკუთვნება არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს (აასს). ის მოქმედებს ადგილობრივად, ამცირებს ტკივილს, შეშუპებას და ანთებას დაზიანებულ არეში. გამოიყენება კუნთოვანი ტკივილების, დაჭიმვის, მყესების დაზიანების, იოგების დაჭიმვის, ზურგის ტკივილის, სპორტული ტრავმების სამკურნალოდ. პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. ექიმის დანიშნულებით, ზრდასრულ პაციენტებში, მტკივნეულ უბანზე შეიზილება დღეში 2-3-ჯერ.