რა არის ნაპროფი 550მგ 10 ტაბლეტი და რისთვის გამოიყენება?
ნაპროქსენი, ნაპროფის ტაბლეტების აქტიური ნივთიერება, მიეკუთვნება არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს (აასს). ის მოქმედებს ანთების, ტკივილის და ცხელების გამომწვევი ნივთიერებების (პროსტაგლანდინების) წარმოქმნის შეფერხებით. ნაპროფი გამოიყენება სხვადასხვა სახის ტკივილის სამკურნალოდ, მათ შორის: სახსრებისა და კუნთების ტკივილი, ოსტეოართრიტის, რევმატოიდული ართრიტის, მაანკილოზებელი სპონდილიტის დროს. ასევე ეფექტურია თავის ტკივილის, კბილის ტკივილის, მენსტრუალური ტკივილის და გრიპის ფონზე მომატებული ტემპერატურის შესამცირებლად. ექიმის დანიშნულებით, შეიძლება გამოყენებულ იქნას ოპერაციის შემდგომი ტკივილის შესამსუბუქებლადაც.