რა არის ნალგეზინი და რისთვის გამოიყენება?
ნალგეზინი 275მგ არის ნაპროქსენის ჯგუფის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება (აასს). ის მოქმედებს ანთებისა და ტკივილის გამომწვევი ნივთიერებების წარმოქმნის შეფერხებით. გამოიყენება სხვადასხვა სახის ტკივილის შესამსუბუქებლად, როგორიცაა: თავის ტკივილი, კბილის ტკივილი, კუნთების ტკივილი, სახსრების ტკივილი, ზურგის ტკივილი, მენსტრუალური ტკივილი. ასევე გამოიყენება რევმატიული დაავადებების, ოსტეოართრიტის, რევმატოიდული ართრიტის ანთებითი პროცესებისა და შეშუპების შესამცირებლად. ექიმის დანიშნულებით, შეიძლება გამოყენებულ იქნას პოდაგრის მწვავე შეტევების დროს.