რა არის მელატონინი 3მგ და რისთვის გამოიყენება?
მელატონინი არის ჰორმონი, რომელსაც ორგანიზმი ბუნებრივად გამოიმუშავებს ძილის რეგულირებისთვის. მელატონინი 3მგ გამოიყენება:
- უძილობის სამკურნალოდ: ძილის დაწყების გაძნელების ან ღამით ხშირად გაღვიძებისას.
- ძილის ცირკადული რიტმის დარღვევებისას: როდესაც შიდა ბიოლოგიური საათი არ არის სინქრონიზებული გარემოსთან (მაგ., ღამის მუშაობის შემდეგ).
- ჯეტ-ლაგის (Jet lag) სიმპტომების შესამსუბუქებლად: მოგზაურობისას სხვა დროის ზონაში გადასვლისას.
მელატონინი მოქმედებს როგორც საძილე საშუალება, ეხმარება ორგანიზმს დაარეგულიროს ძილისა და სიფხიზლის ციკლი.