რა არის მელატონინი და რისთვის გამოიყენება?
მელატონინი არის ჰორმონი, რომელსაც ორგანიზმი ბუნებრივად გამოიმუშავებს და არეგულირებს ძილისა და სიფხიზლის ციკლს. 1მგ დოზა გამოიყენება:
- უძილობის (Insomnia) მოკლევადიანი მკურნალობისთვის.
- ძილის ფაზის შეფერხების სინდრომის (Delayed Sleep Phase Syndrome) დროს.
- ჯეტ-ლაგის (Jet lag) სიმპტომების შესამსუბუქებლად, მოგზაურობისას დროის ზონების გადაკვეთისას.
- ცვლებში მომუშავე პირთა ძილის დარღვევებისას.
მელატონინი მოქმედებს ტვინში არსებულ რეცეპტორებზე და ორგანიზმს სიგნალს აძლევს, რომ დადგა ძილის დრო.