რა არის კლოდიფენი 5% 45გ გელი და რისთვის გამოიყენება?
კლოდიფენი 5% გელი შეიცავს იბუპროფენს, რომელიც მიეკუთვნება არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს (აასს). ის ადგილობრივად მოქმედებს ტკივილზე, ანთებასა და შეშუპებაზე. გამოიყენება კუნთოვანი და სახსროვანი ტკივილების სამკურნალოდ, როგორიცაა: ტრავმის შემდგომი ტკივილი (მყესების, იოგების, კუნთების დაჭიმვა ან მოჭყლეტვა), კუნთების ტკივილი, ზურგის ტკივილი, სპორტული დაზიანებები. გელი სწრაფად შეიწოვება და ლოკალურად ამცირებს ანთებით რეაქციას.