რა არის ენტეროსგელი და რისთვის გამოიყენება?
ენტეროსგელი არის სილიციუმის გელის ბაზაზე შექმნილი ენტეროსორბენტი. ის მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, სადაც შერჩევითად აკავშირებს და აკავებს სხვადასხვა სახის მავნე ნივთიერებებს, როგორიცაა: ბაქტერიული ტოქსინები, ანტიგენები, საკვების ალერგენები, წამლების მეტაბოლიტები, ალკოჰოლის დაშლის პროდუქტები და სხვა ტოქსიკური ნივთიერებები. ის არ შეიწოვება სისხლში და უცვლელი სახით გამოიყოფა განავალთან ერთად. გამოიყენება: მწვავე და ქრონიკული ინტოქსიკაციისას სხვადასხვა წარმოშობისას; ნაწლავური ინფექციების კომპლექსურ თერაპიაში; ალერგიული დაავადებებისას (ატოპიური დერმატიტი, ბრონქული ასთმა); თირკმლის უკმარისობისას (აზოტოვანი ნივთიერებების შესამცირებლად).