რა არის ელოკომი და რისთვის გამოიყენება?
ელოკომი 0.1% მალამო შეიცავს აქტიურ ნივთიერებას მომეტაზონს, რომელიც მიეკუთვნება ძლიერი მოქმედების კორტიკოსტეროიდების ჯგუფს. იგი გამოიყენება კანის ანთებითი და ალერგიული დაავადებების სამკურნალოდ, რომლებიც საჭიროებენ საშუალო ან ძლიერი მოქმედების კორტიკოსტეროიდებს. ესენია: ატოპიური დერმატიტი, კონტაქტური დერმატიტი, სებორეული დერმატიტი, ფსორიაზი, წითელი ბრტყელი ლიქენი და სხვა. მომეტაზონი ებრძვის ანთებას, ქავილს და სიწითლეს კანზე.