რა არის ბეტალოკ ზოკი და რისთვის გამოიყენება?
ბეტალოკ ზოკი 25 მგ გამოიყენება არტერიული ჰიპერტენზიის (მაღალი წნევის) და გულის იშემიური დაავადების (სტენოკარდიის) სამკურნალოდ. ასევე, გულის ქრონიკული უკმარისობისას და ზოგიერთი ტიპის არითმიის (გულის რითმის დარღვევის) დროს. პრეპარატი მიეკუთვნება ბეტა-ადრენერგული ბლოკატორების ჯგუფს. მეტოპროლოლი ამცირებს გულის შეკუმშვის ძალას და სიხშირეს, რითაც ამცირებს გულის მუშაობას და ჟანგბადის მოთხოვნილებას. ასევე, ამცირებს პერიფერიული სისხლძარღვების ტონუსს, რაც ხელს უწყობს არტერიული წნევის დაქვეითებას. პრეპარატის სპეციალური ფორმა (Zok) უზრუნველყოფს აქტიური ნივთიერების თანდათანობით გამოთავისუფლებას ორგანიზმში მთელი დღის განმავლობაში, რაც საშუალებას იძლევა პრეპარატი მიღებულ იქნას დღეში ერთხელ.