რა არის ანაპრილინი და რისთვის გამოიყენება?
ანაპრილინი (პროპრანოლოლი) ბეტა-ადრენერგული რეცეპტორების ბლოკატორების ჯგუფის პრეპარატია. ის ამცირებს გულისცემის სიხშირეს, გულის შეკუმშვის ძალას და არტერიულ წნევას. ასევე, ამცირებს გულის კუნთის ჟანგბადზე მოთხოვნილებას. პრეპარატი გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ: მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია), გულის რითმის დარღვევები (არითმია), სტენოკარდია (გულის ტკივილი), შფოთვითი აშლილობები, მიგრენის პროფილაქტიკა და ფეოქრომოციტომის (თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე) სამკურნალო დამხმარე საშუალებად. ექიმმა შეიძლება დანიშნოს სხვა დაავადებების დროსაც.