რა არის ვიტაფეროლი მეგა D3 #60კაფს და რისთვის გამოიყენება?
ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) არის ცხიმში ხსნადი ვიტამინი, რომელიც აუცილებელია კალციუმისა და ფოსფორის ნორმალური ცვლისთვის. ის ხელს უწყობს ნაწლავებში კალციუმის შეწოვას, თირკმელებიდან მის უკუშეზოას და ძვლოვანი ქსოვილის მინერალიზაციას. ვიტაფეროლი მეგა D3 გამოიყენება: D ვიტამინის დეფიციტის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის; ოსტეოპოროზის (ძვლის სიმკვრივის დაქვეითება) კომპლექსურ თერაპიაში; რაქიტის (ბავშვებში ძვლის სერიოზული დეფორმაცია) პროფილაქტიკისა და მკურნალობისას; ასევე ექიმის დანიშნულებით, როცა საჭიროა კალციუმის ცვლის რეგულაცია.