რა არის ვიაგრა 100მგ #4ტ და რისთვის გამოიყენება?
სილდენაფილი (ვიაგრას აქტიური ნივთიერება) მიეკუთვნება ფოსფოდიესტერაზა ტიპის 5 (PDE5) ინჰიბიტორების ჯგუფს. ის მოქმედებს სასქესო ასოს სისხლძარღვებზე, აუმჯობესებს რა სისხლის მიმოქცევას, და ეხმარება ერექციის მიღწევასა და შენარჩუნებაში მამაკაცებში ერექციული დისფუნქციის (იმპოტენციის) დროს. პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ სექსუალური სტიმულაციის არსებობისას. პრეპარატი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას ფილტვისმიერი არტერიული ჰიპერტენზიის (PAH) სამკურნალოდ (სხვა სავაჭრო დასახელებით).