რა არის ტობრექსი და რისთვის გამოიყენება?
ტობრექსი 0.3% არის ანტიბიოტიკი, რომელიც შეიცავს ტობრამიცინს. ის აქტიურად ებრძვის თვალის ბაქტერიულ ინფექციებს, როგორიცაა: კონიუნქტივიტი (თვალის ლორწოვანი გარსის ანთება), ბლეფარიტი (ქუთუთოების ანთება), კერატიტი (რქოვანას ანთება) და სხვა. პრეპარატი მოქმედებს ბაქტერიის ცილების სინთეზის შეფერხებით, რითაც აჩერებს მის გამრავლებას და კლავს ინფექციის გამომწვევ აგენტებს. იგი გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, დადასტურებული ან საეჭვო ბაქტერიული ინფექციის დროს.