რა არის ტანტუმ ვერდე და რისთვის გამოიყენება?
ტანტუმ ვერდე არის ბენზიდამინის შემცველი პრეპარატი, რომელიც მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) ჯგუფს. იგი მოქმედებს ადგილობრივად, ამცირებს ანთებას, ხსნის ტკივილს და აქვს ანტისეპტიკური ეფექტი. გამოიყენება პირის ღრუსა და ხახის ანთებითი დაავადებების სიმპტომური მკურნალობისთვის, როგორიცაა: გინგივიტი (ღრძილების ანთება), სტომატიტი (პირის ღრუს ლორწოვანის ანთება), ფარინგიტი (ხახის ანთება), ტონზილიტი (ნუშურა ჯირკვლების ანთება), აგრეთვე ოპერაციის შემდგომ პერიოდში ან ტრავმის შემდეგ პირის ღრუში.