რა არის სოლიფენაცინი 5მგ და რისთვის გამოიყენება?
სოლიფენაცინი 5მგ მიეკუთვნება ანტიმუსკარინული საშუალებების ჯგუფს. ის ამშვიდებს შარდის ბუშტის კუნთებს და ამცირებს მის გადაჭარბებულ აქტივობას. ეს ხელს უწყობს შარდის შეკავებას, ამცირებს შარდვის იმპერატიულ (უეცარ) სურვილს, ხშირ შარდვას და შარდის შეუკავებლობას. პრეპარატი გამოიყენება შარდის ბუშტის გადაჭარბებული აქტივობის სიმპტომების მქონე პაციენტებში, როგორიცაა: ხშირი და გადაუდებელი შარდვის სურვილი, შარდის შეუკავებლობის ეპიზოდები. პრეპარატი ინიშნება ექიმის მიერ, როდესაც სიმპტომები მნიშვნელოვნად აუარესებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს.