რა არის სმექტიტი 3გ და რისთვის გამოიყენება?
სმექტიტი 3გ (დიოსმექტიტი) მიეკუთვნება ადსორბენტების ჯგუფს. ის ფარავს კუჭ-ნაწლავის ლორწოვან გარსს, იცავს მას დაზიანებისგან და ხელს უწყობს დაზიანებული უჯრედების აღდგენას. სმექტიტი შთანთქავს ტოქსინებს, ბაქტერიებს და ვირუსებს, რითაც ამცირებს მათ მავნე ზემოქმედებას. გამოიყენება მწვავე და ქრონიკული ფაღარათის სამკურნალოდ, აგრეთვე, სიმპტომური თერაპიისთვის ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა გულძმარვა, ეზოფაგიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, გასტრიტი, კოლიტი. ასევე, გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დისკომფორტის, როგორიცაა შებერილობა და ტკივილი, შესამსუბუქებლად.