სიოფორი 850მგ #60ტ-ის გაფრთხილებები
❌ არ მიიღოთ სიოფორი, თუ გაქვთ: მომატებული მგრძნობელობა მეტფორმინის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ; მწვავე მეტაბოლური აციდოზი (მათ შორის დიაბეტური კეტოაციდოზი); ღვიძლის მძიმე უკმარისობა; თირკმლის მძიმე უკმარისობა (კრეატინინი > 30მლ/წთ); მწვავე მდგომარეობები, რომლებსაც შეუძლიათ თირკმლის ფუნქციის დარღვევა (მაგ. დეჰიდრატაცია, მძიმე ინფექცია, შოკი); გულის მწვავე უკმარისობა; რესპირატორული უკმარისობა; მიოკარდიუმის ინფარქტი; მწვავე ალკოჰოლური ინტოქსიკაცია; ლაქტაცია. ⚠ მიიღეთ სიფრთხილით და აუცილებლად აცნობეთ ექიმს თუ გაქვთ: თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის უმნიშვნელო დარღვევა; გულის უკმარისობა; ჰიპოთირეოზი; თირკმლის ფუნქციის გაუარესების რისკი (ასაკი >65 წელი, სხვა მედიკამენტების მიღება); რადიოლოგიური კვლევები კონტრასტული ნივთიერებით (საჭიროა დროებით შეწყვეტა).