სიოფორი 850მგ #60ტ-ის გვერდითი ეფექტები
ყველა წამალს შეუძლია გვერდითი ეფექტების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველასთან არ აღინიშნება. ქვემოთ ჩამოთვლილია სიხშირის მიხედვით დაჯგუფებული ცნობები.
სიოფორის მიღებისას შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი ხშირი გვერდითი მოვლენები (1-10%): გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი, შებერილობა, მადის დაქვეითება. ეს სიმპტომები, როგორც წესი, დროებითია და მცირდება დოზის კორექციის ან კვების დროს მიღებისას. იშვიათად (>1/1000): მეტაბოლური აციდოზი (რძემჟავა აციდოზი) - სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა, რომელიც ვლინდება კუნთების ტკივილით, სუნთქვის გაძნელებით, გულისრევით, თავბრუსხვევით. აუცილებელია დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს! ასევე შესაძლებელია: კანის რეაქციები, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.