სიოფორი 1000მგ #60ტ-ის გვერდითი ეფექტები
ყველა წამალს შეუძლია გვერდითი ეფექტების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველასთან არ აღინიშნება. ქვემოთ ჩამოთვლილია სიხშირის მიხედვით დაჯგუფებული ცნობები.
მეტფორმინის მიღებისას ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენებია კუჭ-ნაწლავის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი და გემოს შეცვლა. ეს სიმპტომები, როგორც წესი, დროებითია და ხშირად ვითარდება მკურნალობის დასაწყისში ან დოზის გაზრდისას. იშვიათი, მაგრამ სერიოზული გვერდითი მოვლენაა ლაქტური აციდოზი (რძემჟავა აციდოზი), რომელიც ვლინდება კუნთების ტკივილით, სუნთქვის გაძნელებით, ძილიანობით, მუცლის ძლიერი ტკივილით. ამ სიმპტომების გამოვლენისას დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება და მიმართოთ ექიმს. იშვიათად, ხანგრძლივი მკურნალობისას, შეიძლება განვითარდეს B12 ვიტამინის დეფიციტი.