სიოფორი 1000მგ #60ტ-ის დოზის გადაცილების სიმპტომები
მეტფორმინით ინტოქსიკაციისას, განსაკუთრებით დიდი დოზებით, შეიძლება განვითარდეს ლაქტური აციდოზი, რომლის სიმპტომებია: მუცლის ძლიერი ტკივილი, გულისრევა, ღებინება, კუნთების ტკივილი, სუნთქვის გაძნელება, ძილიანობა, თავბრუსხვევა. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და სასწრაფოდ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას. სასწრაფო დახმარების ჯგუფს აუცილებლად აცნობეთ მიღებული პრეპარატის შესახებ.