რა არის სერაზინი #20კაფს და რისთვის გამოიყენება?
სერაზინი #20კაფს შეიცავს ცეტირიზინს, რომელიც მიეკუთვნება ანტიჰისტამინურ პრეპარატებს. ის ბლოკავს ორგანიზმის მიერ გამოყოფილ ჰისტამინს, ნივთიერებას, რომელიც იწვევს ალერგიულ რეაქციებს. გამოიყენება ალერგიული რინიტის (სეზონური და მთელი წლის განმავლობაში) და ქრონიკული ჭინჭრის ციების (ურტიკარია) სიმპტომების სამკურნალოდ. ეს სიმპტომები მოიცავს: ცემინებას, ცხვირიდან გამონადენს ან გაჭედვას, ცხვირის, ხახის, თვალების ქავილს, თვალებიდან ცრემლდენას, კანზე გამონაყარს (ჭინჭრის ციება).